შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სან დრაი“ დაარსდა 2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური და მატერიალური კაპიტალით და მენეჯერების, ინჟინრებისა და სპეციალისტების ჯგუფის მუხლჩაუხრელი ძალისხმევით. საწარმო, უახლესი ტექნიკური ცოდნის მქონე ექსპერტებისა და მზრუნველი კოლეგების დამსახურებით, ამჟამად ითვლება წამყვან და ინოვაციურ კომპანიად ქართული სარეცხი საშუალებების ინდუსტრიაში და შეიძლება იწოდებოდეს ერთ-ერთ უმსხვილეს და ცნობილ კერძო სექტორის კომპანიად საქართველოში სარეცხი საშუალებების, ჰიგიენისა და კოსმეტიკური საშუალებების სფეროში.

 
კომპანიიის პროდუქციას, სახელწოდებით: „ტიტა ლუქსი“, „ტიტა ელეგანტი“, „ტიტა ლაუნდრი“, „ტიტა სოფტი“ და „ტიტა შაინი“, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ბაზარზე და ქართველ მომხმარებელთა შორის.
დაარსების ადრეული წლების პროდუქტებს შორის შეიძლება აღინიშნოს ჭურჭლის სარეცხი სითხე, ხელის თხევადი საპონი, ტანსაცმლის სარეცხი საშუალება და ტანის შამპუნი.
კომპანია „სან დრაი“ წარმოების ხარისხს განსაზღვრავს, როგორც მომხმარებლის კმაყოფილების ექვივალენტს და მიიჩნევს, რომ ეს არის მისი წარმატების გასაღები.